მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამაზ გერლიანი ცოცხალია და უკვე სახლშია

61c2aaaae1de8
ინგა მურუსიძე
22.12.21 08:25
880
ეკონომისტი რამაზ გერლიანი ცოცხალია და უკვე გამოჩნდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, გერლიანი სრულიად უვნებელია. 

გერლიანმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა, რომ ის სიკვდილთან შესახვედრად წავიდა, თუმცა პოლიციამ მიუსწრო.

"მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე. პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემს მიმართ ჩადენილი პატივაყრის ქმედების გამო მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩემი ნებით წავედი სიკვდილთან შესახვედრად, თუმცა პოლიციამ მომისწრო. ცუდად ვარ ხალხნო", - თქვა გერლიანმა.

როგორც ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რამაზ გერლიანის დას დღეს დილით პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ეკონომისტი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ჰყავდათ.

"გამოკითხვა უკვე დასრულდა და გერლიანი სახლში მიდის. ჯანმრთელობის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა მთავარია რომ უვნებელია", - ამბობს მაკალათია.

შეგახსენებთ: „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში, 20 დეკემბერს გაუჩინარდა.