PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის III კვარტალში ადამიანების საშუალო რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 893 ათასი შეადგინა. აქედან 195 ათასს 0-დან 599-მდე ლარი ჰქონდა ხელფასი. 2021 წლის III კვარტალთან შედარებით ამ ადამიანების რაოდენობა 18%-ით არის შემცირებული.
III კვარტალში ყველაზე მეტ - 268 ათას ადამიანს ხელფასი 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა. წლიურად ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 5 ათასით არის გაზრდილი.
ამასთან, 252 ათას ადამიანს 600-1199 ლარი ხელფასი ჰქონდა, ხოლო 2400 ლარზე მეტ ანაზღაურებას მხოლოდ 178 ათასი იღებდა.
რაც შეეხება ნოემბრის მონაცემებს, ორგანიზაციის ცნობით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ნოემბერში შემცირდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC-ის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 18.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი