მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ადამიანს ასაქმებენ საქართველოში მოქმედი მისო-ები?

60a18ad69be29
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.21 10:00
870
გამოქვეყნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2021 წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიში. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი 39 მისოს მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1.25 მილიარდ ლარს შეადგენს.

2021 წლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქვეყანაში სულ 388 ოფისით/ფილიალით არიან წარმოდგენილი, ამ ფილიალებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 4,113-ია. 

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ყველაზე ფართო ქსელი "კრისტალს" აქვს, რომელიც 49 სერვის ცენტრით და 996 დასაქმებულით ოპერირებს. მეორე ადგილზეა მისო "რიკო ექსპრესი", რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 46 ფილიანი და 464 დასაქმებული ჰყავს, მესამეზე კი "სვის კაპიტალია", რომელიც 332 ადამიანს ასაქმებს და 19 ფილიალით ოპერირებს.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ამ სფეროში მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

1 სს. მისო "კრისტალი" - 996 დასაქმებული, 49 ფილიალი;
2 შპს. მისო "რიკო ექსპრესი" - 464 დასაქმებული, 46 ფილიალი;
3 სს. მისო "სვის კაპიტალი" - 332 დასაქმებული, 19 ფილიალი;
4 სს. მისო "კრედიტსერვისი+" - 320 დასაქმებული, 46 ფილიალი;
5 სს. მისო "ლაზიკა კაპიტალი" - 273 დასაქმებული, 19 ფილიალი;
6 შპს. მისო "ლიდერ კრედიტი" - 239 დასაქმებული, 33 ფილიალი;
7 სს. მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" - 222 დასაქმებული, 15 ფილიალი;
8 სს. მისო "ინტელექსპრესი" - 207 დასაქმებული, 21 ფილიალი;
9 სს. მისო "ევრო კრედიტი" - 143 დასაქმებული, 11 ფილიალი;
10 სს. მისო "ქართული კრედიტი" - 122 დასაქმებული, 9 ფილიალი;

2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საკუთარ თანამშრომლებზე 21.5 მილიონი ლარის ხელფასები გასცეს, მისოების წმინდა მოგება კი 23 მილიონი ლარი იყო.