მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ დოლარს ყიდის სებ-ი Bmatch პლატფორმის მეშვეობით? - სტატისტიკა

6230775c5ac40
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 16:07
1116
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი ლარის კურსის მერყეობის დროს ხშირად იყენებს Bmatch პლატფორმას დოლარის გაყიდვის მიზნით. ამ განცხადების შემდეგ, ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს მიმართა სადეპუტატო კითხვით, თუ რა მოცულობის თანხას ყიდის სები Bmatch პლატფორმით.

ეროვნული ბანკის პასუხის თანახმად, 2022 წლის იანვარში Bmatch-ის მეშვეობით 0.7 მილიონი დოლარი გაიყიდა.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ წარდგენილი სტატისტიკა არადამაკმაყოფილებელია, რადგანაც ის თვის ჭრილში გაყიდულ დოლარებს ასახავს და არა უშუალოდ კონკრეტული დღეების განმავლობაში განხორციელებულ ინტერვენციებს.

“მე მივმართე ეროვნულ ბანკს, კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული ჩემი უფლებით და მოვითხოვე, ამ ორი თვის განმავლობაში რომელ დღეს აკეთებდნენ ფარულ ინტერვენციებს, რომლის უფლებაც მათ აქვთ.

ეს არის პატარ-პატარა ინტერვენციები, რომლითაც დღიური კურსის მერყეობა შეგიძლია და რამდენად სწორად იქცეოდნენ.

მათ ეს ინტერვენციები გააკეთეს, მაგრამ ერთი თვის დაგვიანებით აქვეყნებენ ასეთ ინფორმაციას, მხოლოდ თვის ჭრილში. მაგალითად, მარტში ორნახევარი მილიონი დოლარი გაყიდეს, მაგრამ არა დღეების მიხედვით. დღეების მიხედვით, ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, იქცეოდნენ თუ არა პროფესიონალურად. ამავე დროს, ხომ არ იყო რაიმე სახის მანიპულაციები, რომლებიც ხელს უწყობდა კურსის რყევას ბაზარზე და შეგნებულად თუ შეუგნებლად ვიღაცეების მიერ ჯიბის მოთბობას.

ახლა მივმართავ ეროვნულ ბანკს, რაც მომაწოდეთ, ეს არის ღია ინფორმაცია. ვიმეორებ, მომაწოდეთ ყოველდღიური ინფორმაცია, რა ინტერვენციები განახორციელეთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე.

Bmatch პლატფორმით განხორციელებული ინტერვენციები ასე ნაწილდება:



ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 2022 წლის პირველი ინტერვენცია წინა ოთხშაბათს განახორციელა და გასაყიდად $50 მილიონი გამოიტანა, აქედან ბაზარმა $39.6 მილიონი აითვისა.