მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ დროს ვხარჯავთ სოციალურ ქსელებში და ვის ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი?

5dff4bc19edd5
მარიამ ადამია
22.12.19 15:00
1602
7 მილიარდ 700 მილიონი ადამიანიდან მთელს მსოფლიოში 3 მილიარდ-ნახევარი დღეს ონლაინშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურ მედია-პლატფორმას იყენებს პლანეტის მოსახლეობის ყოველი მესამე, ანუ ინტერნეტ მომხმარებლის ორ მესამედზე მეტი.

2000-იანი წლების დასაწყისში პირველად გაჩნდა სოციალური ქსელი და ეს იყო MySpace-ი, რომელმაც მილიონობით მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო და 2004 წლამდე ერთადერთი ლიდერი იყო. ასე დაიწყო ვირტუალური ურთიერთობების ეპოქა და შედეგად, მომდევნო წელს უკვე გაჩნდა Youtube, ერთი წლის შემდეგ Reddit. 2008 წელს Facebook, მას მოჰყვა Weibo, 2010 წელს გამოჩნდა Twitter-ი, 2011 წელს - Wechat, 2012-ში Tumblr-ი, ერთ წელიწადში გამოჩნდა Instagram-ი და Whatsapp, 2016 წელს Pinterest-ი შეიქმნა, 2017-ში კი ჩინური Tiktok-ი და ჯერჯერობით ამის შემდეგ ახალი არც არაფერი შემქნილა.

ეს გრაფიკი რეალურად აჩვენებს, რომ ჩამოთვლილი ქსელებიდან უმრავლესობა 10 წელზე მეტია, აქტიურად ოპერირებს ბაზრებზე, წლებს შორის კი იყო პატარ-პატარა პლატფორმები, ისეთი როგორებიც არის, მაგალითად Hi5 და Friendster, თუმცა მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს და შესაბამისად დინამიკაში ადგილი მათ არ დაეთმო.

რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით გადანაწილებას, რეიტინგი ასე გამოიყურება: პირველი, ისევ და ისევ Facebook-ია, 2,26 მილიარდით, შემდეგ 1,9 მილიარდით მოსდევს Youtube, მილიარდ-მილიარდია Instagram-ისა და Wechat-ის მომხმარებლები, 624 მილიონი იყენებს Tumblrs-ს, შემდეგ მოდის TikTok, Weibo, Google, Reddit, Twitter, და ბოლოს pinterest-ი.

სტატისტიკურად, ახალგაზრდები უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას. თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კლვლევის თანახმად, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე დაყრდნობით, youtube-ს იყენებს 25-დან 29 წლამდე ადამიანების 93%, 90%-ია 18-დან 24 წლამდე მომხმარებლები, ყველაზე მცირე ნაწილი 38% კი, 65 და უფრო მეტი წლის წარმომადგენლები არიან. ამ ასაკის კატეგორიის ადამიანები ყველაზე ხშირად სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, facebook-ს მოიხმარენ. ყველაზე ხშირი მომხმარებლები ამ შემთხვევაშიც 25-დან 29 წლამდე ადამიანები არიან.

რაც შეეხება 18-დან 24 წლის ასაკის კატეგორიას, მათთვის აქტუალური უფრო Instagram-ი და snapchat-ია.

თუ გენდერულ გადანაწილებას შევხედავღ, მამაკაცების უმრავლესობა იყენებს Youtube, Reddit და Whatsapp, ქალბატონების შემთხვევში კი აქტუალურია Facebook, Instagram და Pinterest.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, მდიდარ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტთან წვდომა თითქმის უნივერსალურია, გაცილებით მოთხოვნადია სოციალური ქსელები, ხოლო თუკი გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა ფართოვდება დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სოციალური მედია გააგრძელებს სწრაფად ზრდას, ყველაზე ხშირად კი, მას მოიხმარენ, შვედეთში, პორტუგალიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, თურქეთში ავსტრალიაში, ჩილესა და იტალიაში.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში დახარჯულ დროს, თითქმის ყველა ქვეყანაში ის საშუალოდ 6 საათს უტოლდება, აქედან უმეტესობას, ბოლო 6 წლის განმავლობაში სმარტფონების მეშვეობით აქვს წვდომა მასზე, შემდეგ მოდის ლეპტოპები, და ყველაზე დაბალია მაჩვენებელი, სხვა მოწყობილობებზე იქნება ეს ტაბლეტები თუ პერსონალური კომპიუტერები.