მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ექიმსა და ექთანს ასაქმებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორი? - საქსტატი

5f23f6574c815
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.20 14:52
797
2019 წელს საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით (2018 წელს 16.0 ათასი).

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ჯანდაცვის მაჩვენებლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით, 2.4%-ით აღემატება. ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობა 2019 წელს 8.8%-ით გაიზარდა და 19 613 ადამიანი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 4.9 დღე (2018 წელსაც - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 179.5 დღე (2018 წელს - 187.2 დღე) შეადგინა.

რაც შეეხება ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებს, მათმა რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა და აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 9.8%-ით აღემატება.