მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ კლინიკას შეუძლია COVID-19-ით ინფიცირებულების მიღება დღეს-მინისტრის პასუხი

5e870b39c4968
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 15:27
944
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული.

ამის შესახებ მინისტრმა განცხადება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამასთანავე, ეტაპობრივად მოხდება ორშაბათიდან 9 კლინიკის დამატება.

„ღეს საქართველოს მასშტაბით, 20 კლინიკა სრულიად მობილიზებულია იმისთვის, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული პაციენტი და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს კიდევ დამატებით 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულიად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოსპიტლებზე, რის შედეგადაც, გვაქვს მუდმივი უკუკავშირი და ყველა იმ საჭიროების და პრობლემატიკის აღრიცხვა ხდება, რომელიც ფიქსირდება საავადმყოფოებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ იყოს ყველა საჭირო ინვენტარი, პირადი დაცვის საშუალებები ექიმებისთვის, რომლებიც მართავენ ამ რთული ინფექციით დაავადებულ პაციენტებს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდის და ცხელების პაციენტებს, მოხდება მათი ადგილზე ტრიაჟი და გადამისამართდებიან ან სახლში, თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ოჯახის ექიმის მართვის კუთხით, ხოლო რთული პაციიენტები გადაყვანილნი იქნებიან საავადმყოფოებში, სადაც მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა მინისტრმა.