მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს საქართველო? - უახლესი სტატისტიკა

5dfe1a63403b3
დავით ჯალაღონია
21.12.19 17:30
2441
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 11 მლრდ 959.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (12 მლრდ 025.3 მლნ კვტ.სთ) 0.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ნოემბრის მაჩვენებელს, ამ პერიოდში საქართველომ 1 მლრდ 090.87 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2018 წლის ნოემბრის მონაცემს დაახლოებით 12 მლნ კვტ.სთ-ით აღემატება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესკო-ს მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება.

ამ 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ, რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა.