მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს საქართველო – ახალი სტატისტიკა

5dcfe8405b16e
დავით ჯალაღონია
16.11.19 17:00
4644
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველომ 961.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (977.9 მლნ კვტ.სთ) 1.7%–ით ნაკლებია.

საერთო ჯამში, 2019 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება 10 მილიარდ 868.3 მილიონ კვტ.სთ–ს შეადგენს. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10 მილიარდ 947.3 მილიონი კვტ.სთ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გასულ წელთან შედარებით, ესკო–ს მონაცემებთ, არ გაზედილა, ქვეყანას იმპორტირებული რესურსი მაინც დასჭირდა.

კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორცილდა.