მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ლაბორატორიაში კეთდება PCR-ტესტი და საკმარისია თუ არა ქვეყნისთვის?

5fa12756ba50f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.20 14:17
1047
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში 30 ლაბორატორია მუშაობს და კორონავირუსზე ტესტების ჩატარების კუთხით ისინი აკმაყოფილებენ იმ მოცულობებსა და გამტარობას, რაც ქვეყნისთვის საჭიროა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები არამიზნობრივად იკეთებენ PCR-ტესტებს, რაც ლაბორატორიებში რიგებს ქმნის.

„ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სამინისტროს კონრეტული კოეფიციენტები გაგვაჩნია, რომელიც ადგენს რომელ ეტაპზე, რა რაოდენობის ტესტია ჩასატარებელი.

კარგად მესმის მოქალაქეების, რომლებიც ხშირად ინტერესიდან გამომდინარე იტარებენ ტესტს, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც კონრეტულად იმ ეტაპზე ტესტის ჩატარება არაეფექტურია. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება არანაირი რიგები.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე, როგორც ტესტირება არ არის შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს სისტემაში გარკვეულ გადატვირთვას და ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.