მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიარდს ინახავენ უცხოეთის მოქალაქეები და უცხოური კომპანიები ქართულ ბანკებში

624c6349cdc1c
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.22 20:17
5107
საქართველოს ბანკებში 37.6 მილიარდი ლარის დეპოზიტები ინახება. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 32 მილიარდი ლარი, საქართველოს რეზიდენტების, ქართული კომპანიებისა და სახელმწიფოს დეპოზიტებს წარმოადგენს. 5.27 მილიარდის დეპოზიტები კი არარეზიდენტი პირებისაა, რაც მთლიანად დეპოზიტების 14%-ია.

უფრო დეტალურად, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, უცხოეთის 16,270 მოქალაქეს ქართულ ბანკებში 4.08 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვს განთავსებული. ხოლო 102 უცხოურ კომპანიას კი 1.19 მილიარდის დეპოზიტები.

არარეზიდენტების დეპოზიტების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით უცვლელია, ხოლო ბოლო 5 წლის ჭრილში კი ის 76%-ით, ანუ 2.27 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტებს შორის 1.63 მილიარდი ლარის დეპოზიტები განთავსებულია “საქართველოს ბანკში”, “თიბისი ბანკში” კი 1.61 მილიარდის უვადო და ვადიანი დეპოზიტები.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეიცვალა არარეზიდენტების დეპოზიტები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აღნიშნულის შესახებ სტატისტიკას ეროვნული ბანკი რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.