მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს დახარჯავს საქართველო ვაქცინის შესაძენად? - ბიუჯეტი ცნობილია

60093d47566b9
ინგა მურუსიძე
21.01.21 12:36
692
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 333 622-დან 158 190 243 მლნ ლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ წერია ვაქცინაციის გეგმაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალისტებტან ერთად შეიმუშავა და მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტურ პარამეტრებში ფასების განსხვავება ძირითადად ვაქცინის ფასს უკავშირდება, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება.

რაც შეეხება თანხის მობილიზებას, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თანხის მობილიზება სხვადასხვა წყაროებიდან ხდება, მათ შორის ერთ-ერთი არის ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება და წლის ბოლომდე ქვეყანას ეს მისცემს შესაძლებლობას, ვაქცინაცია სრულად დააფინანსოს.

"ვაქცინაციის თანხა განსაზღვრულია ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის პროექტში და ბიუჯეტიდან მოხდა პირველი ნაწილის გადახდა კოვაქსის პლატფორმაში, გასულ წელს, ეს რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ ეყოს თანხა ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც გვჭირდება", - აღნიშნა გაბუნიამ.