მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მილიონს იხდიან ბიზნესები და მოქალაქეები ქონების დაზღვევისთვის?

624bf9a90f792
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.22 10:10
723
გამოქვეყნდა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 2021 წლის ფინანსური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 773 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 16%-ით მეტია.

სადაზღვევო სეგმენტებს შორის ჯანმრთელობის და ავტოდაზღვევის შემდეგ მესამე ადგილზეა ქონების დაზღვევა. 2021 წლის ბოლოსთვის სადაზღვევო კომპანიებში ქონების დაზღვევის 159,000 პოლისი იყო მოქმედი. ამ პოლისებიდან მიღებული შემოსავალი კი 118.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2020 წელთან შედარებით 9.7%-ით მეტია. დაზღვეულ ობიექტებს შორისაა უძრავი ქონება, კომერციული ფართები და ინდუსტრიული ობიექტები.

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალებს, 2021 წელს ქონების დაზღვევის ფარგლებში კომპანიებმა 51 მილიონის ზარალი აანაზღაურეს.

ქონების დაზღვევის სექტორის წამყვანი მოთამაშეების პოლისების რაოდენობა, მათ მიერ მოზიდული პრემიები და ანაზღაურებული ზარალები:

1. ალდაგი - 100,487 პოლისი, მოზიდული პრემია ₾38,737,005 ანაზღაურებული ზარალი ₾11,006,717
2. უნისონი - 1,686 პოლისი, მოზიდული პრემია ₾23,613,729 ანაზღაურებული ზარალი ₾958,546
3. თიბისი დაზღვევა - 15,429 პოლისი, მოზიდული პრემია ₾18,391,369 ანაზღაურებული ზარალი ₾3,484,008
4. ჯი პი აი ჰოლდინგი - 27,061 პოლისი, მოზიდული პრემია ₾12,300,447 ანაზღაურებული ზარალი ₾8,104,226
5. ირაო - 3,185 პოლისი, მოზიდული პრემია ₾8,090,250 ანაზღაურებული ზარალი ₾17,814,099
6. ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 59 პოლისი, მოზიდული პრემია ₾4,860,435 ანაზღაურებული ზარალი ₾5,232,817
7. ევროინს ჯორჯია - 3,299 პოლისი, მოზიდული პრემია ₾3,382,989 ანაზღაურებული ზარალი ₾1,265,138
8. ალფა - 1,259 პოლისი, მოზიდული პრემია ₾3,213,658 ანაზღაურებული ზარალი ₾2,583,095
9. არდი დაზღვევა - 3,577 პოლისი, მოზიდული პრემია ₾2,777,560 ანაზღაურებული ზარალი ₾124,188
10. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 138 პოლისი, მოზიდული პრემია ₾1,442,528 ანაზღაურებული ზარალი ₾305,509

2021 წელს სადაზღვევო კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს მთლიანობაში 436 მილიონის დამდგარი სადაზღვევო ზარალი აუნაზღაურეს.