მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ საცურაო აუზსა და ფიტნესცენტრზე გაიცა ამოქმედების ნებართვა - ბექა ფერაძე

5f1e930513604
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.20 12:53
1060
შრომის პირობების ამოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედების ფარგლებში ქვეყანაში 66 აუზსა და 144 ფიტნესცენტრზე ამოქმედების ნებართვა გაიცა.

როგორც ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შემოწმების მსურველი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა ბევრად მეტი იყო.

„აუზების და ფიტნესის მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ რეგისტრირებულია 118 აუზი, შემოწმდა - 106 და თანხმობა გაიცა - 66 მიმართ. ასევე, დარეგისტრირებულია 275 ფიტნესცენტრი , შემოწმდა - 263 და თანხმობა გაიცა 144-ის მიმართ“, - თქვა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის, სასტუმრო სექტორში ამოქმედების ნებართვა 1,322 სასტუმროზეა გაცემული.