მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ სკოლაში მოგვარდება წელს წყლისა და სველი წერტილების პრობლემა

5f3bd9918c91e
თათია ჩაფიჩაძე
18.08.20 19:39
1001
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მცირე ტიპის სარემონტო სამუშაოები რეგიონებში მდებარე 895 სკოლას ჩაუტარდება, სადაც პრიორიტეტი სველი წერტილების მოწესრიგება და მათი სასმელი წყლით უზრუნველყოფა იქნება.

როგორც bm.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ჯამური ღირებულება 40 მლნ ლარია.

ინფრატრუქტურის სამინისტრო სარემონტო სამუშაოებს აჭარის ა/რ გარდა, საქართველოს ყველა სხვა რეგიონში ატარებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები 100-მდე სკოლაშია დასრულებული, დანარჩენ სკოლებში სარემონტო სამუშაოების 90% სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.