მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ხანში უნდა გაირკვეს მთავრობის პასუხი APM Terminals-ის მოთხოვნაზე?

5e43f61118b22
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.20 17:20
1164
2020 წლის 11 თებერვალს ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა, APM Terminals-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით.

APM-ში აცხადებენ, რომ ისინი არსებული პორტის გაფართოებას და გაღმავებას გეგმავენ. კერძოდ კი, APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს. ეს ფოთის პორტის მიერ ანალოგიური ნებართვის მისაღებად შეტანილი უკვე მეორე განცხადებაა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ფოთის პორტის საჩივარი, რომლითაც APM სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა.

BMG ფოთის პორტის მმართველი კომპანიის ახალი განცხადების შესახებ დავით გიგინეიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს APM-ის განცხადებაზე პასუხის გასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, თუმცა გიგინეიშვილის თქმით, იმის იმის გამო, რომ პასუხის მომზადებაში სხვა სტრუქტურებიც არიან ჩართული - საბოლოოდ პასუხისთვის ვადა უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს.

“გუშინ APM Terminals-მა წარმოადგინა განაცხადი, რომ უნდათ მიიღონ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები.

ჩვენ როგორც ნებართვის გამცემი, ვალდებულები ვართ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გავაგზავნოთ ეს განცხადება, მათ შორის ქონების ეროვნულ სააგენტოში, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასევე ფოთის მუნიციპალიტეტში. მათგან მივიღებთ შესაბამის პასუხებს და ამ პასუხების საფუძველზე იქნება შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული.

მიწის ნაკვეთთან მიმართებით ქონების ეროვნული სააგენტო იქნება პასუხისმგებელი. კომპანიის მფლობელობაში არ იქნება ამჟამად ეს მიწა, აქ საუბარია განკარგვის უფლების მიცემაზე ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან.

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იყო. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისთვის აუცილებელია ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.

შესაბამისად, თანხმობა დამოკიდებულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოების თანხმობაზეც.

ჩვენ ოფიციალურად, კანონით განსაზღვრული გვაქვს ადამინისტრაციული წარმოებისთვის 30 დღე, თუმცა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვისას, ეს ვადა გრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს სჭირდებათ.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი არის განსაზღვრული მთავრობის 257-ე დადგენილებით. მშენებლობის ნებართვის გაცემა არის ბოლო სტადია. პირველი სტადია არის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, მეორე სტადია არის პროექტის შეთანხმება, მესამე სტადია არის ნებართვის გაცემა. ასე არის დაყოფილი მთლიანად ნებართვის გაცემის პროცედურა.

ახლაც და მაშინაც ამ ეტაპზე იყო მხოლოდ პირველი სტადია. მაშინ მოხდა ხარვეზი და გაუქმდა ის პირველი სტადია. დღესაც რაც არის შემოტანილი, ისევ არის პირველ სტადიაზე.

რიგ შემთხვევაში, უშუალოდ ჩვენ სააგენტოზე ნებართვის გაცემა/არგაცემა არ არის პირდაპირ დამოკიდებული, რადგანაც ის დამოკიდებულია მათ შორის სხვა ადმინისტრაციული ორგანოების პასუხებზე", - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დავით გიგინეიშვილმა.

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, უკვე წლებია ფოთის პორტის გაფართოებაზე კეთდება განცხადებები. მინისტრის თქმით, თუკი კომპანია სახელმწიფოს პორტის გაფართოება-გაღრმავების ნებართვის თხოვნით მიმართავს, ამ საკითხს ყველა შესაბამისი უწყება განიხილავს და გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული.

“ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით ფოთის პორტის მენეჯმენტის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავენ გაფართოებას, თუმცა აქტიურად არ მიმდინარეობდა მუშაობა. დღეს მედიის საშუალებით ვნახე APM-ის განცხადება იმის შესახებ, რომ გეგმავენ გაფართოებას. ვნახოთ, ეს განცხადება რამდენად შეესაბამება რეალობას. თუკი ეს მიმართვა იქნება ოფიციალურად მიწოდებული ეკონომიკის სამინისტროსთვის, განიხილავს ყველა შესაბამისი უწყება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.