მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აუცილებელია ორჯერადი ვაქცინაცია covid-გადატანილებისთვის? - გამყრელიძის პასუხი

6144892f3be50
ინგა მურუსიძე
17.09.21 18:30
763
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ covid-გადატანილებისთვის ერთჯერადად აცრაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არა - ინტენსიური.

ამის შესახებ მან მედიავებინარზე BM.GE-ს იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროტოკოლის შესაძლო შეცვლას შეეხებოდა.

„ამაზე მსოფლიოში ერთი აზრი არ არსებობს. ზოგიერთი ქვეყანა უკვე გადავიდა მიდგომაზე, რომ კოვიდ-გადატანილებს ერთჯერადად აცრის - შვეიცარიას და გერმანიას აქვს ასეთი პროტოკოლი. ამ საკითხზე ჩვენთანაც აქტიური - არა, თუმცა მსჯელობა არის, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ისე იმუნიზაციის საბჭოზე. ჯერჯერობით, ჩვენთან პროტოკოლით რჩება, რომ კოვიდის გადატანის მიუხედავად, მოქალაქე ორჯერადად უნდა აიცრას. ორჯერადი ვაქცინაცია სერიოზულ იმუნურ დაცვას იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.