მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი სხვა ქვეყნებთან შედარებით

5ecfc34aed1aa
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.20 09:40
2044
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მიმოხილვასაც შეიცავს. მისი მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის საფასური 55.13 თეთრს შეადგენს. ეს ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმეტესობასთან შედარებით ბევრად დაბალი ტარიფია, ამასთან, საქართველოზე იაფი გაზი მხოლოდ ბუნებრივი აირის მომპოვებელ ქვეყნებში - რუსეთის ფედერაციასა (26.23 თეთრი კუბურ მეტრზე) და აზერბაიჯანშია (34.08 თეთრი კუბურ მეტრზე). ყველაზე მაღალი სამომხმარებლო ტარიფი კი შვედეთშია და ის კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 4.1 ლარს შეადგენს (1.17 ევრო კუბურ მეტრზე). 

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით კუბურ მეტზე (თეთრებში):

● რუსეთი 26.23
● აზერბაიჯანი 34.08
● საქართველო 55.13
● თურქეთი 69.05
● სომხეთი 89.81
● უკრაინა 92.64
● მოლდოვა 103.05
● სერბეთი 116.24
● ბოსნია და ჰერცოგოვინა 116.24
● უნგრეთი 120.05
● რუმინეთი 120.40
● ხორვატია 130.11
● ლატვია 154.75
● ლუქსემბურგი 155.44
● ბულგარეთი 155.79
● სლოვაკეთი 155.79
● ლიეტუვა 156.14
● ესტონეთი 158.91
● პოლონეთი 164.12
● გაერთიანებული სამეფო 171.06
● ბელგია 192.22
● საბერძნეთი 192.57
● სლოვენია 198.47
● ჩეხეთი 203.33
● ჩრდილოეთ მაკედონია 207.49
● გერმანია 219.29
● აუსტრია 229.00
● ირლანდია 236.98
● ესპანეთი 255.37
● საფრანგეთი 255.37
● პორტუგალია 263.70
● იტალია 266.82
● დანია 296.66
● ჰოლანდია 319.56
● შვედეთი 410.47