25.ოქტომბერი .2021 16:11

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში დენი და გაზი ევროპის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში დენი და გაზი ევროპის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით
views 607
უკან

საქართველოში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხს წარმოადგენს. სემეკის წლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის ბოლოს არსებულ ტარიფებს ასახავს, საქართველოში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფებია. კერძოდ, ელექტროენერგიის საფასური უფრო მცირეა მხოლოდ აზერბაიჯანში -15.57 თეთრი კვტ.სთ., უკრაინაში 16.55 თეთრი ღირს, რუსეთში კი 18.14 თეთრი. საქართველოში ტარიფები საშუალოდ 23.54 თეთრს შეადგენდა. 

ხოლო ბუნებრივი აირის ტარიფები კი უფრო მცირე მხოლოდ ორ ქვეყანაში - აზერბაიჯანსა (28 თეთრი ერთი კუბური მეტრი) და რუსეთშია (29 თეთრი). ორივე ქვეყანა საქართველოსგან განსხვავებით ბუნებრივი აირის მომპოვებელია. შესაბამისად, საქართველო, სადაც გაზის საშუალო ფასი 51 თეთრი იყო, ენერგომატარებლების არამომპოვებელ ქვეყნებს შორის სამომხმარებლო ტარიფების სიიაფით გამოირჩევა.

თუმცა 2021 წლიდან საქართველოში სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდა, კერძოდ, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 54 თეთრია, ხოლო დენის ტარიფი კი ასევე გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 27 თეთრის დიაპაზონშია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა