მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში ელექტროენერგია სხვა ქვეყნებთან მიმართებით?

5ecfa7bc536c7
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 16:00
1531
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მიმოხილვასაც შეიცავს. მისი მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი 18.89 თეთრს შეადგენს, რაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედ ტარიფთან შედარებით უფრო ნაკლებია. მისი მიხედვით, სამომხმარებლო ტარიფი (გადასახადების ჩათვლით) ყველაზე მაღალი გერმანიაშია და ის კილოვატზე 98.75 თეთრს (27.9 ევრო ცენტს) შეადგენს.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ევროპაში, თანხა გამოსახულია თეთრებში:

● აზერბაიჯანი 13.88
● უკრაინა 14.13
● რუსეთი 16.34
● საქართველო 18.89
● სერბეთი 22.58
● სომხეთი 24.69
● ჩრდილოეთ მაკედონია 25.04
● თურქეთი 27.09
● ბოსნია და ჰერცოგოვინა 27.92
● მოლდოვა 29.93
● ბულგარეთი 31.88
● მონტენეგრო 33.00
● უნგრეთი 35.82
● ლიეტუვა 40.13
● მალტა 41.73
● ხორვატია 42.24
● პოლონეთი 42.95
● ესტონეთი 43.40
● რუმინეთი 43.43
● ისლანდია 44.96
● სლოვაკეთი 50.43
● ლატვია 52.09
● სლოვენია 52.25
● საბერძნეთი 52.77
● ფინეთი 55.45
● ჩეხეთი 55.90
● საფრანგეთი 56.44
● ლუქსემბურგი 57.50
● ნორვეგია 59.70
● შვედეთი 64.44
● ავსტრია 65.05
● ჰოლანდია 65.62
● გაერთიანებული სამეფო 67.86
● პორტუგალია 68.75
● კვიპროსი 70.45
● იტალია 73.58
● ესპანეთი 76.85
● ირლანდია 77.49
● ბელგია 90.79
● დანია 95.43
● გერმანია 98.75