მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ეფექტიანია "სინოვაკის" ვაქცინა? - მინისტრის მოადგილის განმარტება

60a3ae882b590
ინგა მურუსიძე
18.05.21 16:28
947
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მწარმოებლები ამბობენ, რომ ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ ეფექტიანია. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა ცდომილება 2-3% იყოს ეფექტიანობის იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რასაც ვაქცინები Covid-19-ის კლასიკური შტამის მიმართ აჩვენებენ.

„რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, ინდური და ბრიტანული შტამების წინააღმდეგ, მეცნიერული დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მწარმოებლების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ვაქცინების უმრავლესობა ეფექტიანია. რა თქმა უნდა, ამას დამატებითი კვლევა დასჭირდება.

რაც შეეხება „სინოვაკს“, ინფექციის გადადების თვალსაზრისით 56%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის თავიდან აცილების თვალსაზრისით მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია და 90%-ს აჭარბებს. თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ასევე „სინოვაკი“ გამოიყენეს და იქ ეფექტიანობის მაჩვენებელი 86% იყო. მისი მაჩვენებელი, რომ დაიცვას ადამიანი როგორც ინფიცირებისგან, ისე ლეტალური და მძიმე შემთხვევებისგან, არის ძალიან მაღალი და ჯანმოს ექსპერტების დადებითი დასკვნაც სწორედ აქედან გამომდინარეა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, სინოფარმი და ასტრა–ზენეკა. თუმცა, ქვეყანა მომდევნო კვირიდან აპირებს კორონავირუსზე აცრა ჩინური "სინოვაკითაც" დაიწყოს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, არსებობს წინასწარი დადებითი დასკვნა, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭება.