მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაძვირდა მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება ბოლო ერთ წელიწადში?

5f5f66d8b47c3
BM.GE
15.09.20 10:15
1341
გუშინ, 14 სექტემბერს, NDI-მ საზოგადოების განწყობების შესახებ მორიგი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებს მოიცავს. კვლევაში ერთ-ერთი კითხვა ჯანდაცვსასაც შეეხებოდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 56% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემებს შორის წამლების მაღალ საფასურს ასახელებს, 29% - ექიმთან ვიზიტების საფასურს, 17% - საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობას, ხოლო 15%-ისთვის პრობლემა სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

bm.ge დაინტერესდა - რას აჩვენებს საქსტატი - როგორ შეიცვალა ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მიმდინარე წლის აგვისტოში 2019 წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

მედიკამენტებისა და სამედიცინო ნივთებზე ფასების ცვლილება:

• ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - გაიზარდა 26%-ით;
• შპრიცი - გაიზარდა 24.1%-ით;
• თერმომენტრი - გაიზარდა 15.7%-ით;
• სათვალის ლინზები - გაიზარდა 12.5%-ით;
• ბამბა - გაიზარდა 9.9%-ით;
• ვიტამინები - გაიზარდა 9.1%-ით;
• საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - გაიზარდა 8.6%-ით;
• წნევის საზომი აპარატი - გაიზარდა 6.2%-ით;
• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - გაიზარდა 5.6%-ით;
• ანტიბიოტიკები - გაიზარდა 3.6%-ით;
• სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - გაიზარდა 0.8%-ით;

რაც შეეხება სამედიცინო მოსმახურებას, სტატისტიკის აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. კერძოდ, 2020 წლის აგვისტოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამედიცინო მომსახურებაზე ფასები ამგვარად შეიცვალა:

• სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - გაიზარდა 31%-ით;
• სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - გაიზარდა 16.3%-ით;
• სისხლის ანალიზი - გაიზარდა 9.1%-ით;
• ექოსკანირება - გაიზარდა 8.2%-ით;
• თერაპევტის კონსულტაცია - გაიზარდა 4.9%-ით;
• საავადმყოფოს მომსახურება - გაიზარდა 4%-ით;
• ქირურგიული მომსახურება - გაიზარდა 1%-ით;
• სამშობიარო მომსახურება - შემცირდა 2.7%-ით.

NDI-ის კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.