მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიაფდა საოჯახო, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საქართველოში?

602b99ce63bc9
ინგა მურუსიძე
16.02.21 15:05
1656
„2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 19.2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 18.5%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.7%-ით შემცირდა“ - ეს არის ამონარიდი PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან, რომელიც იანვარში ტურიზმის სექტორის მდგომარეობას აფასებს.

2021 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 1 118 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 188 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი იანვარში 72 ლარი იყო.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 324 ლარი შეადგინა. სამცხე-ჯავახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 420 ლარი შეადგინა, თბილისში - 417 ლარი, გურიაში - 404 ლარი, ხოლო კახეთში - 315 ლარი“, - ნათქვამია PMCG-ის მიმოხილვაში.

რეგიონების ჭრილში თუ შევხედავთ, 2021 წლის იანვარში, სასტუმროების ფასების წლიური ინდექსი აჭარაში 33.8%-ით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 28.5%-ით შემცირდა.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 4.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები გაიზარდა 5.3%-ით.