მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის ზომა 2019 წელთან შედარებით?

6103e3c663eb5
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.21 15:34
687
დღეს საქსტატმა ივნისის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 12.7% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც წესი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დარდება, თუმცა 2020 წელს საქართველოში პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისი იყო, რასაც თან ორი "ლოქდაუნიც" ერთვოდა. შესაბამისად, მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით ეკონომიკური ზრდა ხელშესახებ ცვლილებას არ ნიშნავს, თუმცა შესაძლებელია იმის დათვლა, თუ რამდენად არის გაზრდილი ეკონომიკის ზომა 2019 წელთან მიმართებითაც.

თუკი შესაბამის კალკულაციას გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ივნისში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მაჩვენებელს 9.56%-ით აღემატებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 6.16%-ია.

შეგახსენებთ, განახლებული პროგნოზით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოში 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. ასეთივე პროგნოზი აქვს წელს საქართველოს მთავრობასაც.