მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში?

6285fd10dff44
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.22 12:23
907
2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში $1.58 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში საქართველომ $275 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც მთლიანი ექსპორტის 17.3% იყო. წინა წელთან შედარებით, EU-ში ექსპორტი $64 მილიონით არის გაზრდილი. 

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც EU-ში მთლიანი ექსპორტის 43%-ს შეადგენს. მეორე პოზიციას იკავებს თხილი, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი კვლავ ნედლეულია, ხოლო საბოლოო დამუშავების პროდუქტებს ექსპორტის 30%-ზე ნაკლები წილი უჭირავთ.

1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $119.5 მილიონი, 44,907 ტონა, ზრდა წინა წელთან 22%
2 თხილი და სხვა კაკალი - $21.1 მილიონი, 4,229 ტონა, ზრდა წინა წელთან 14%
3 ფეროშენადნობები - $16.5 მილიონი, 9,574 ტონა, ზრდა წინა წელთან 352%
4 აზოტოვანი სასუქები - $14.5 მილიონი, 27,374 ტონა, ზრდა წინა წელთან 6%
5 მსუბუქი ავტომობილები - $13.0 მილიონი, 0 ტონა, ზრდა წინა წელთან 172%
6 ღვინოები - $11.0 მილიონი, 3,555 ტონა, ზრდა წინა წელთან 36%
7 ნაწარმი ტანსაცმლის - $7.6 მილიონი, 2,171 ტონა, ზრდა წინა წელთან 670%
8 სპირტიანი სასმელები - $7.3 მილიონი, 2,944 ტონა, ზრდა წინა წელთან -7%
9 ჯართი ძვირფასი ლითონების - $5.0 მილიონი, 32 ტონა, ზრდა წინა წელთან 661%
10 ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3.5 მილიონი, 394 ტონა, ზრდა წინა წელთან 460%.