სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას ელოდება. სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი, დევი ხეჩინაშვილი "საქმიან დილაში" აცხადებს, რომ მას მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ არ შედის აღნიშნული კანონპროექტი ძალაში.
"ეს კანონი აუცილებელია სოციალური დაცვის გასაძლიერებლად. ზიანის უნივერსალური ანაზღაურებისთვის, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოიქმნება. სწორად ეს კანონი განსაზღვრავს სხვა მნიშვნელოვან ჩარჩო კანონებთან ერთად, რამდენად ცივილური და პასუხისმგებლობიანია ქვეყანაში ადამიანების მიმართ მიდგომა.
წელს ამ კანონის მიღების რაღაც ბიძგები იყო. შიდა განხილვები დაიწყო მთავრობაშიც და პარლამენტშიც, მაგრამ მერე ყველაფერი გაჩერდა. ახლა სახელმწიფო სწორედ იმ გეგმასთან არის, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა დაგვიდო. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ და ევროპასთან მიერთება წინ წავიწიოთ. ამ მიერთების ერთ-ერთი ნაწილია ეს კანონმდებლობაც", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რამდენით გამოათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული კანონის მიღება, დევი ხეჩინაშვილმა თქვა, რომ დაახლოებით 30 მლნ-ით.
"გამოათავისუფლებს იმ ნაწილში, რომელიც მაგალითად ჯანდაცვას ეხება. სხვადასხვა მონაცემებით სახელმწიფო პროგრამების ხარჯები 30 მილიონამდე შეიძლება გამოათავისუფლოს, - ამბობს იგი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი