მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გამოვიყენეთ პანდემია და შეჩერებული ტურისტული სეზონი კურორტებზე? - დეპუტატი ცქიტიშვილს

602d092240a17
ინგა მურუსიძე
17.02.21 16:09
687
თვენახევარი დაგვრჩა და თოვლიც მოვიდა. შესაძლებელია თუ არა სეზონის გახსნა ზამთრის კურორტებზე? - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა კერესელიძემ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე პრემეირს მაია ცქიტიშვილს, რომელიც დღეს პარლამენტში დეპუტატების წინაშე მოხსენებით "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა.

„ჯერ კიდევ თვენახევარი გვაქვს დარჩენილი ტურისტული სეზონის დასრულებამდე. თოვლიც მოვიდა, რტამდენად შესაძლებელია, რომ ამ თვენახევარში მკაცრი შეზღუდვების და ყველანაირი რეგულაციების დაცვით გავხსნათ ტურისტული სეზონი? შესაძლებელია თუ არა ეს?“, - მიმართა კერესელიძემ მაია ცქიტიშვილს.

ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული კითხვა დასვა სხდომაზე დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმაც.

„მინდა შევეხო ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ თემას - ზამთრის კურორტებს, რამდენად გამოვიყენეთ პანდემიის პერიოდი და შეჩერებული ტურისტული სეზონი კურორტებზე? რა სამუშაოები ჩატარდა იმ წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რაც შეგვექმნა ბაკურიანსსა და გუდაურში გასულ წელს? - მიმართა მაია ცქიტიშვილს მარიამ ქვრივიშვილმა.