მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გავრცელებული პრობლემაა საქართველოში სატელეკომუნიკაციო სისტემებში თაღლითობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას? - რჩევები დარგის ექსპერტებისგან

62c2b3a5aa7b5
BM.GE
04.07.22 13:34
487
ქართულმა კომპანია Datastream Greative-მ და მისმა მხარდამჭერმა საერთაშორისო პარტნიორმა AB Handshake-მ თბილისში თაღლითობის პრევენციის ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში მოქმედი, სატელეკომუნიკაციო სისტემების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი ოპერატორებისთვის ჩატარდა.

აღნიშნულ თემაზე „ფორტუნამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ Datastream Greative -ის გენერალურ დირექტორთან, შოთა ფალიანთან და კომპანია AB Handshake -ის პროექტების ოფისის დირექტორთან ოლეგ პოკრიშენკოსთან ჩაწერა.

– ბატონო შოთა, ვისი ინიციატივით ჩატარდა საქართველოში თაღლითობის პრევენციის ღონისძიება?

ქართული კომპანია Datastream Greative -ის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია AB Handshake – თან ერთად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, თბილისში გაიმართა თაღლითობის პრევენციის სემინარი – კონფერენცია საქართველოში რეგისტრირებულ/მოქმედ, სატელეკომუნიკაციო სისტემების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი ოპერატორებისათვის.

– რა იყო ამ ღონისძიების მთავარი მიზანი?

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ოპერატორებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია სხვადასხვა სახის თაღლითობის (მათ შორის, სატელეკომუნიკაციო სერვისების მომხმარებელთათვის) წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებისა და მეთოდების შესახებ. ასევე, გაგვეზიარებინა საერთაშორისო კომპანიის AB Handshake გამოცდილება კოლექტიური უსაფრთხოების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეები გაეცნენ:
თაღლითობის აღმოჩენის/გამოვლენის ფუნდამენტურ პრინციპებს;
ხმოვანი და SMS თაღლითობის სხვადასხვა ტიპებს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ;
ბანკების დაცვა, მათი ოპერატორების დახმარებით;
AB Handshake-ის და Datastream Greative – ის პროდუქტების რუკას და სხვა.

– რამდენად გავრცელებული პრობლემაა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო სისტემებში თაღლითობა?

სატელეკომუნიკაციო თაღლითობა გლობალური პრობლემაა, რომლის ზარალმა, საერთაშორისო ორგანიზაციის CFCA-ს მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში 40 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველო, როგორც აქტიურად განვითარებადი ქვეყანა (მათ შორის, ტელეკომუნიკაციების სფეროში), ექვემდებარება თაღლითობის ისეთ ტიპურ სახეობებს, როგორიცაა: SIM Box Fraud, Spam და RoboCall და ა.შ. ამ უკანასკნელის წილი გლობალურ ეკონომიკურ ზარალში ბოლო 2 წლის განმავლობაში 54%-ით გაიზარდა. ამიტომ, თაღლითობის პრობლემა იმსახურებს არა მხოლოდ ყურადღებას, არამედ რეალურ ქმედებებს მის შესაჩერებლად და აღმოსაფხვრელად.

– ბატონო ოლეგ, თქვენი აზრით, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?

პრობლემის გადაჭრის გზა, რომელსაც საერთაშორისო კომპანია AB Handshake გვთავაზობს არის მარტივი და ამავე დროს ძალიან ეფექტური – ზარის (და შემდგომში SMS) ღონისძიების ვალიდაცია. AB Handshake არის კავშირი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე ოპერატორებს შორის მონაცემთა გადაცემის ზონის გარეშე არხის საშუალებით. ამასთან ერთად, მათ შეუძლიათ წარმატებით შეამოწმონ ზარის დეტალები A და B ზარის რეესტრებში რეალურ დროში, რაც მათ საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ტრაფიკის მანიპულირების ნებისმიერი ფორმა და დაბლოკონ ასეთი აქტივობა ზიანის მიყენებამდე.

– რას წარმოადგენს კომპანია AB Handshake?

კომპანია AB Handshake დაარსდა 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც თაღლითობის პრევენციის გადაჭრის უნივერსალური სისტემა, ყველა ტიპის ქსელისათვის. მისი მოქმედების პრინციპი ეფუძნება რეალურ დროში, ზარების რეესტრის მონაცემების ჯვარედინ გადამოწმებას/შემოწმებას. AB Handshake-ის გადაწყვეტილებები აღმოაჩენს და ბლოკავს ხმოვან და SMS ტრაფიკის თაღლითობის ყველა ფორმას/წყაროს. სისტემა უზრუნველყოფს 100%-იანი დაცვის გარანტიას,

- რას წარმოადგენს კომპანია Datastream Greative? (პასუხობს შოთა ფალიანი)

Datastream Greative საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც არის ყოვლისმომცველი პროგრამული გადაწყვეტილებების შემქმნელი, როგორც მონიტორინგის, მარშრუტიზაციის, ბილინგის, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში საკონსულტაციო მიმართულებით; ვახორციელებთ აპარატურის დისტანციურ ტექნიკურ მომსახურებას; სისტემის დისტანციური ადმინისტრირებას; ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინ ინსტალაციას; ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატურ ონლაინინსტალაციას და სხვა ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებულ საქმიანობებს. ასევე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, წინადადებების დამუშავებას, დავის მენეჯმენტს და განაცხადების სისტემის მხარდაჭერას.

- რა სამომავლო გეგმები აქვთ კომპანია AB Handshake და Datastream Greative ამ მიმართულებით?
ოლეგ პოკრიშენკო:

ერთ-ერთი ასეთი ბოლო განახლება იყო გაუნაწილებელი დიაპაზონის მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია, რაც ტრაფიკის დაბლოკვის, ან მაღალი რისკის მიმართულებების შესახებ შეტყობინებებს იძლევა. შემდეგი ეტაპი არის AB Handshake SMS-ის გადამოწმების სერვისის გაშვება (2022 წლის შემოდგომაზე) და ახალი თაღლითობის საწინააღმდეგო პროდუქტის ოფიციალური გამოშვება AI Shield-ის მანქანური სწავლების საფუძველზე (ივლისში), რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციებისათვის.


შოთა ფალიანი:
ჩვენ, Datastream Greative გამოვთქვავთ მუდმივ მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ სატელეკომუნიკაციო სისტემებს, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ისეთ კეთილშობილ მიზნებში, როგორიცაა: თაღლითობის პრევენცია/აღმოჩენა/აღმოფხვრა. აქვე მადლობას გადავუხდი პარტნიორ საერთაშორისო კომპანიას AB Handshake – და დავამატებ, რომ უფრო მეტად სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, როცა ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორიცაა კომპანიის პროექტების ოფისის დირექტორი – მუშაობს შენი თანამემამულე, ქართველი, უკრაინული გვარით ოლეგი პოკრიშენკო, თბილისიდან.
ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება სემინარი – კონფერენცია საქართველოში საბანკო და სხვადასხვა ფინანსურ სისტემაში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის. ჩვენ, ანუ კომპანია Datastream Greative – ს, მიუხედავად იმისა რომ ახალი დაფუძნებულია, გვაქვს ჯანსაღი ამბიცია – საქართველოს ბაზარზე დავიმკვიდროთ მოწინავე ადგილი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, ფართოდ გავუღოთ კარები ჩვენს მომხმარებლებს და ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ მათ ჩვენს ახალ ოფისში – თბილისში.

კომპანია DataStream Greative -ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)