მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გავრცელებულია ყალბი ფული საქართველოში - 2019 წლის მონიტორინგის შედეგები

5eac3794a76bb
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.20 18:53
1666
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სებ-ის მიერ გასული წლის განმავლობაში გატარებული ზომების, მათ შორის ყალბი ფულის მონიტორინგის საკითხზეც არის საუბარი.

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა ყალბი ფულის გავრცელება. 2019 წელს კი, გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 26.4 პროცენტით შემცირდა. სულ სებ-ის მონაცემებით, საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების რაოდენობამ, რომელთა შემოწმების თხოვნითაც ეროვნულ ბანკს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მიმართეს, 7,116 ერთეულს შეადგენდა. ამ საეჭვო ნიმუშებიდან ყალბი ფულის არსებობა 5,280 შემთხვევაში დადასტურდა.

სტატისტიკის მიხედვით, ლარებს შორის ყველაზე ხშირად 100 ლარის (გამოვლენილი ნიმუშების 44%) და 50 ლარის (გამოვლენილი ნიმუშების 22.%) ბანკნოტებს აყალბებენ.

შედარებით მცირეა მონეტების გაყალბების შემთხვევები (სულ 636 ყალბი მონეტა), მათ შორის ყველაზე ხშირად 1 ლარის ნომინალის მონეტებს აყალბებენ, 2 ლარის ნომინალის მონეტის გაყალბება კი მასში შემავალი ორი განსხვავებული მეტალის გამო საკმაოდ რთულია, რის გამოც ყველაზე მცირე რაოდენობით სწორედ მას აყალბებენ.

აშშ დოლარის გაყალბების 695 შემთხვევა (ზრდა 14.3%) და ევროს გაყალბების 159 შემთხვევა (კლება 20%) გამოვლინდა გასულ წელს.