მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად იზარალეს კომპანიებმა პანდემიის შედეგად - სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალი კვლევა

5f16e4ca4cfbf
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 18:05
864
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული ორეტაპიანი კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში მოქმედ ბიზნესზე კოვიდ-19-ის გავლენას და მათ საჭიროებებს ეხება, აღნიშნულია, რომ პანდემიის შედეგად გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 34%-ს არ უზარალია.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ეკონომიკის 50 სექტორში მოქმედი 1 553 ბიზნეს სუბიექტი მონაწილეობდა, რომელთა 89%-ს - რეგიონულ ბიზნესი; 97%-ს - მცირე და საშუალო მეწარმეები; 3%-ს კი მხსვილი ბიზნესი წარმოადგენდა.
კოვიდ-პანდემიის შედეგად:

• 37%-მა 5000-დან 20 000 ლარამდე ზარალი მიიღო;
• 10% - 20 000 – 50 000 ლარამდე ზარალი აქვს;
• 9% - ის თანახმად, ზარალი ზუსტდება და ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი;
• 5%-ის ზარალი 100 000 ლარამდეა;
• 4%-მა 0.5 მლნ ლარამდე იზარალა;
• 1%-ის ზარალი 500 000 ლარიდან 10 მლნ ლარამდეა;
• 34%-ს ზარალი არ აქვს;

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76%-ს ბიზნესის ბრუნვა ბოლო 6 თვის განმავლობაში შეუმცირდა; 21%-ის მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-ს ბრუნვა გაეზარდა.

კვლევაში აღნიშნულია ისიც, აპირებენ თუ არა კომპანიები თავისი წლიური გეგმების გათვალისწინებით ინვესტიციების განხორციელებას:

• 18%-ს დაგეგმილი ჰქონდა საკუთარ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელება და განახორციელებს;
• 39%-ს დაგეგმილი ჰქონდა ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ ვერ განახორციელებს;
• 43%-ს ინვესტიციის განხორციელება დაგეგმილი არ ჰქონდა.