მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად კმაყოფილია უწყებათშორისი საბჭო ვაქცინაციის ტემპით? - გაბუნიას პასუხი

615c0ceed219e
ინგა მურუსიძე
05.10.21 12:37
543
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ვაქცინაციის გეგმა შესრულდება და წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება, თუმცა მთავრობას უფრო მეტი ადამიანი აცრის ამბიცია აქვს. ასე უპასუხა მან BMG-ს კითხვას, არის თუ არა უწყებათშორისი საბჭო  ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი.

„ვაქცინაციის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა სექტემბრის ბოლო კვირაში; მანამდე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო და დღის განმავლობაში 25 ათასი აცრა კეთდებოდა. კარგი იქნებოდა, ეს ტემპი შენარჩუნებულიყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც შეეხება დამატებითი ინტერვენციების ღონისძიებებს, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ღონისძიებამ დააგვიანა, საუბარია ეტაპობრიობაზე და იმაზე, თუ რომელ ინტერვენციას რა დროს ექნება მეტი ეფექტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, "ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია პოზიტიური მესიჯებით უნდა გაგრძელდეს".

„ეტაპობრივად შემოვიდა ქვეყანაში ვაქცინაციის წახალისება ლატარიის სახით, ასევე, ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჩაითვალა, რომ მათთვის ფინანსური წახალისება უკეთესი იქნება, რათა მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს - ველოდებით მის ამოქმედებას. მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანმოსთან, რომ მოვისმინოთ მათგან თუ რა ღონისძიება შეიძლება კიდევ დაიგეგმოს ვაქცინაციის გააქტიურებისთვის.

მთავარია, პოზიტიური მესიჯებით გაგრძელდეს ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანია. ვაქცინაციის 60%-ს აუცილებლად მივაღწევთ, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება, რომ დავიცვათ თავი შემდგომი ტალღებისგან. ასე რომ, ჩვენი ამბიცია არის უფრო მაღალი და გვინდა 60%-ს გადავცდეთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.