22.სექტემბერი .2020 17:28

რამდენად მაღალი კონცენტრაციაა საქართველოს საბანკო სექტორში?

views 521
უკან

საქართველოს საფინანსო სექტორში ორი სისტემური ბანკი დომინირებს, რომელთა ჯამური აქტივებიც მთლიანად საბანკო სექტორის 2/3-ის ტოლია. ეს საფინანსო ინსტიტუტები ლონდონის საფონდო ბირჟაზეც არიან წარმოდგენილი, შესაბამისად, აკმაყოფილებენ არამხოლოდ ქართული საბანკო ზედამხედველობის, არამედ საფონდო ბირჟის ზედამხედველობის მოთხოვნებსაც. ეს გარემოება მათ, სხვა ბანკებთან შედარებით, დიდი მოცულობის კაპიტალის მოზიდვაში უწყობს ხელს. სწორედ ეს კაპიტალი აძლევს TBC-ის და "საქართველოს ბანკს" საშუალებას, გასცენ უფრო მეტი სესხი, ვიდრე - სხვა ბანკებმა.

ის თუ რამდენად მაღალია ამა თუ იმ ბაზარზე კონცენტრაციის დონე, ყველაზე მარტივად ჰერფინდალ–ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის ინდექსით (HHI) დგინდება.  იგი იანგარიშება ბაზარზე კონკურენციის თითოეული ფირმის საბაზრო წილის კვადრატში და შემდეგ მიღებული ნომრების შეჯამებით. ის შეიძლება მერყეობდეს ნულიდან 10 000-მდე. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ბაზარზე შეღწევის ბარიერი, მით უფრო ნაკლები მოთამაშეა. საბანკო სექტორი სწორედ ამგვარი სფეროა, სადაც ლიცენზიის მოპოვებისთვის ინვესტორს მინიმუმ 50 მილიონი ლარის საზედამხედველო კაპიტალი ესაჭიროება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბანკის დასაფუძნებლად მინიმუმ 50 მლნ ლარი გესაჭიროებათ. 


ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსით, ბაზარზე ზღვრები შემდეგნაირად გამოიყურება:

HHI < 1,500 მიიჩნევა კონკურენტუნარიან ბაზრად;
HHI > 1,500 < 2,500 ითვლება საშუალოდ კონცენტრაციის ბაზრად;
HHI > 2,500 მიიჩნევა, როგორც მაღალი კონცენტრაციის ბაზარი. 

საქართველოს საფინანსო სექტორისთვის ეს ინდექსი საქართველოს საბანკო ასოციაციამ მოამზადა. ორგანიზაციის დათვლით, დღეს HHI ინდექსი უდრის 2,819, რაც ბაზრის მაღალ კონცენტრაციაზე მეტყველებს. 




 
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა