მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მომზადებული შეხვდა საფინანსო სექტორი კრიზისს? - G&T-ის შეფასება

5e877e414bb9a
ანნა ლაპიაშვილი
05.04.20 09:18
1357
"კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს ფინანსური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა”, - ასეთია G&T მმართველი პარტნიორის შეფასება პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით.

ოთარ შარიქაძე ამბობს, საბანკო სექტორის მზაობა რეზერვებმა, კაპიტალის ოდენობამ და ბუფერების არსებობამ განაპირობა.

"ბანკებს წლების განმავლობაში სტრეს ტესტები ჰქონდათ გავლილი. ეროვნულმა ბანკმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბანკებს სათანადო ბუფერები შეექმნათ. ბუფერები იქმნება მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება, რათა ეს ყველაფერი კრიზისის დროს იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბანკები მზად შეხვდნენ, თუ შეიძლება ამას მზაობა დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კრიზისია“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.

G&T მმართველი პარტნიორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის გაჩენისთანავე რეაგირება საბანკო სექტორმა არ დააგვიანა.

ამასთან, შარიქაძე არც საფინანსო სექტორის მხრიდან კლიენტებისთვის შეთავაზებული შეღავათების კიდევ გაგრძელებას გამორიცხავს.

"ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს რთული პერიოდის გადასალახად. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გარკვეული საკითხების დროულად გადაჭრა მოხდა“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ bm.ge-ისთან საუბრისას.