მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მშვიდად გრძნობს თავს ბიზნესი? - “კულას” დამფუძნებელი პრემიერის განცხადებას აფასებს

613a3d77279f3
ნინი ლონგურაშვილი
09.09.21 23:20
893
“კულას” დამფუძნებელი ივანე გოგლიძე “საქმიან დილასთან” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს აფასებს, როდესაც მან თქვა, რომ “ბიზნესი დამშვიდებულია”. ბიზნესმენის თქმით, სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად აქვთ.

“დამშვიდებული მართლაც ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ გვიშლის ხელს ბიზნესის წარმოებაში, არავინ გვიშლის პროდუქციის მიღებაში ხელს, არავინ გვიდგენს ფასებს, რომ ჩვენ ამ ფასში უნდა მივიღოთ თუ ეს კონკრეტული ფასი უნდა გადავიხადოთ. გვეუბნებიან, თუ გადაიხდით ამაზე მეტს, იქნება სუბსიდირება გლეხებისთვის, გექნებათ შეღავათიანი სესხი. ამ პერიოდში არ ყოფილა, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან და ეთქვა, რომ ან რომელიმე ხილი აიღე ჩაიბარე ან არ ჩაიბარო. ასეთი რამე არ ყოფილა, ამიტომ ბიზნესის თვალსაზრისით თავისუფლებაა. ჩემს ბიზნესში ასეა, არ მეხებიან, არ მაკონტროლებენ და არ მკარნახობენ არაფერს. როგორც ჩემს ბიზნესს სჭირდება, ისე ვაკეთებ", - ამბობს ივანე გოგლიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება და "ბიზნესი დამშვიდებულია". კითხვაზე კი როგორ მართავს ვითარებას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩვენ მართვა შემდეგნაირად გვესმის, რომ არც ერთი მოქალაქე ზრუნვის და მკურნალობის გარეშე არ დარჩეს და ამას დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ახერხებს“.