„ახალ რესპუბლიკურს 2 წელიწადში ეს მთავრობა კი არა, სხვაც ვერ ააშენებს, ან სად არის ბიუჯეტში თანხა, რომელსაც პერსონალს გადავუხდით? გვინდა კარგი გავაკეთოთ და გამოგვდის ისე როგორც ყოველთვის, ანუ გამოგვდის ცუდად,“ - ასე ეხმაურება ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მეორე მხრივ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას სურგულაძემ საავადმყოფოს თანამედროვედ აღჭურვის საჭიროებაზე ისაუბრა თუმცა მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა შესაძლო რისკისა და დამდგარი შედეგის სიღრმისეული ანალიზი იყო საჭირო.
“რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია 1973 წელს, ყველანაირად მოძველებულია იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე დაიწყეს მისი რეაბილიტაცია. დღევანდელ არაფორმალურ მმართველს აქვს საკმაოდ დიდი თანხა გადახდილი, მაგრამ საბოლოოდ ვერ მიიყვანეს ბოლომდე. მერე საპარტნიორო ფონდს ეკუთვნოდა, აპირებდნენ გაყიდვას, ვერ გაყიდეს, ახლა სახელმწიფო ჰოლდინგის მფლობელობაშია და გადაწყვიტეს დაანგრიონ. რეალურად ამ შენობით რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტით ვერ მოხერხდება, ვერც 2 წელიწადში ავაშენებ, ეს მთავრობა კი არა, სხვაც ვერ იზამდა ამას 2 წელში. 10 წელიწადია სამტრედია გრიგოლეთის გზა ვერ გაუკეთებიათ და ეს ცოტა რთული პროცესია.
რაც არ უნდა ვთქვათ რესპუბლიკური საავადმყოფო არის ფლაგმანი ჩვენი მედიცინის. ვინც არ უნდა შეედაროს, იქ არის ექიმების, ექთნების, ტექნიკური პერსონალის ჩამოყალიბებული გუნდი, რომლის დაშლა არ შეიძლება. თანხას გადაგიხდითო, სად არის ბიუჯეტში თანხა შეტანილი, გვაქვს ეს თანხა? 2 წელში ვერ მოვრჩებით, მესამე წელს რას ვიზამთ? მერე ამ 2 წლის განმავლობაში თუ ეს ადამიანები მუშაობას ვერ დაიწყებენ დეკვალიფიკაცია იქნება და ამ რისკების დათვლა არ უნდათ. ვიღაცას აზრად მოუვიდა ვერაფერს ვერ ვუშვებით და მოდი დავანგრიოთ და ახალი ავაშენოთ. არ გამოვა ასე მარტივად, გვინდა კარგი გავაკეთოთ და გამოგვდის ისე როგორც ყოველთვის, ანუ გამოგვდის ცუდად. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებამდე ცოტა მეტად უნდა იყოს რისკები დათვლილი და შედეგები გაანალიზებული,“ - მიიჩნევს სურგულაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კლინიკა დროებით დაიხურება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს რეაბილიტაციის პროცესში ხელფასები შეუნარჩუნდებათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი