საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის რეფორმის დისკრედიტაცია და ხელის შეშლა ვერ იქნება ხელშეწყობილი და რეაგირების გარეშე დატოვებული. ასე უპასუხა ხუციშვილმა BMG-ის კითხვას, რომელიც პრემიერის მიერ PSP-ის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხებოდა.
საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, პაციენტების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ თურქული მედიკამენტები კარგი არ არის. BMG-ის კითხვაზე, რამდენად სერიოზულია, როცა პრემიერი ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული ჯგუფის მიმართ ასეთ განცხადებას აკეთებს, თუ ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, მინისტრი პასუხობს:
„როცა ასეთი ინფორმაცია არსებობს ასეთ სენსიტიურ თემასთან მიმართებით, რომელიც ეხება წამლების ფასს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამე არ ხდებოდეს. ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ვინც ყიდულობს მედიკამენტს. როცა ითვლება, რომ კომპეტენტური ადამიანები გარკვეულ რჩევას აძლევენ პაციენტს, მნიშვნელოვანია ეს რჩევა იყოს პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე გაცემული. ასეთი ინფორმაცია იქნება გადამოწმებული, ეს არ არის ერთი ადამიანის მიერ ნათქვამი ინფორმაცია, ეს ფართოდ არის გავრცელებული, რომ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება მკაცრი რეაგირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამ პროცესის დისკრედიტაცია და ხელის შეშლა ვერ იქნება ხელშეწყობილი და რეაგირების გარეშე დატოვებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ინფორმაცია არსებობს და რეაგირებისთვის დადასტურება სჭირდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება