მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შეამცირა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება?

5fa146fb1962d
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.20 19:23
1068
საქართველოს ეკონომიკა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს - ამის მიზეზია შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ფაქტობრივად ყოველ სექტორს მოიცავს. დაწყებული დამამუშავებელი მრეწველობით და დამთავრებული ტურიზმით. მოთხოვნის შემცირების გამო ქვეყანა უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ფაქტობრივად იმავე ტემპით იკლო რა ტემპითაც, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. ჯამურად 2020 წლის 9 თვეში ქვეყანამ 6.4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს ქვეყანამ 8.95 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 152 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 36.4%-ით არის შემცირებული.

სავარაუდოდ, ადგილობრივი მოხმარების კლების გამო, შემცირებულია იმპორტიც და ის 926 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. 2019 წელს ეს რიცხვი 1 მილიარდ კილოვატ საათს აღემატებოდა.

მაღალი ალბათობით, ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2021 წლამდე არ დაუბრუნდება.