მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდა ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან?

5f495833852dd
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.20 22:48
1351
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2020 წლის ივლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ 136.2 მილიონი ლარით ანუ 28%-ით იკლო და მხოლოდ 348 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის 7 თვეში კი ჯამურად დღგ-ს სახით 2 მილიარდი ლარი არის მობილიზებული, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283 მილიონი ლარით ნაკლებია. 

დღგ-ს შემოსავლის შემცირება ქვეყანაში შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობაზე მეტყველებს.

გასული თვის განმავლობაში დღგ-ის მსგავსად შემცირდა საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალიც: 

ივლისში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 226 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 33 მილიონი ლარით ანუ 13%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავისმხრივ, საშემოსავლო გადასახადის 33 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების 165 მილიონი ლარით შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

მოგების გადასახადის მოცულობამ კი, ივლისში 65.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24.8 მილიონი ლარით ანუ 27%-ით ნაკლებია.