მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდა ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობა ივლისში?

5f49376ecdb55
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.20 20:50
1509
ივლისში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 226 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 33 მილიონი ლარით ანუ 13%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავისმხრივ, საშემოსავლო გადასახადის 33 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების 165 მილიონი ლარით შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან და მოგების გადასახადებიდან.

გასული თვის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების მიერ დეკლარირებული დღგ-ის მოცულობა სულ 348 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წლის ივნისში გადახდილ დღგ-სთან შედარებით 136 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით ნაკლებია.

მოგების გადასახადის მოცულობამ კი, ივლისში 65.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24.8 მილიონი ლარით ანუ 27%-ით ნაკლებია.