მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდა ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობა ოქტომბერში?

5fc1461d46e2e
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.20 00:10
979
ოქტომბერში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 229.7 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 27.7 მილიონი ლარით, ანუ 10.8%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი, თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. თავის მხრივ, საშემოსავლო გადასახადის 138 მილიონით შემცირება გაცემული ხელფასების ნახევარ მილიარდ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

ჯამურად, 2020 წლის 10 თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.45 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161 მილიონი ლარით ნაკლებია. 

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან, მოგების და აქციზის გადასახადი კი აბსოლუტურ რიცხვებში გაზრდილია.

2020 წლის 10 თვეში კერძო სექტორის მიერ გადახდილმა დღგ-მ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 310 მილიონი ლარით ნაკლებია. 

მოგების გადასახადის 10 თვის შესრულება კი, წინა წელთან შედარებით 62 მილიონით არის გაზრდილი და 797 მილიონ ლარს შეადგენს, აქციზიდან შემოსავალი კი 1.2 მილიარდია, რაც წლიურად 92 მილიონითაა გაზრდილი.