მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შესაძლებელია 3%-იანი ინფლაციის მიღწევა? – კოვზანაძის კითხვა და რჩევა გვენეტაძეს

5dd5610fad57c
დავით ჯალაღონია
20.11.19 20:49
1281
"ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის 3 პროცენტია. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოქტომბრიდან, პროექტის პარლამენტში წარდგენის შემდეგ, ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

"კერძოდ, ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში კი, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე – 1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში კი წარმოდგენილია ინფლაციის დონე აგვისტოს თვის მონაცემებით – 4.9%, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა. ამასთან, საინტერესოა რა ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.