მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ხშირად ეცნობიან მომხმარებლები პროდუქციის ეტიკეტს საქართველოში?

5e04e3e2d903a
BM.GE
26.12.19 22:45
932
გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა არ ინტერესდება პროდუქტის წარმომავლობით (მიკვლევადობა), რაც ნიშნავს, რომ არ ეცნობა ეტიკეტს, ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებულ სურსათის უვნებლობის კვლევაში წერია.

„გამოკითხულთათვის, რეგულარულ განმეორებად ქცევას არ წარმოადგენს, ეტიკეტის, როგორც მოთხოვნა ასევე, მისი გაცნობა. კვლევის მონაწილეების დიდი ნაწილისთვის პროდუქტის გამყიდველთან არსებული ურთიერთობა უფრო მეტად სანდოა, ვიდრეს ის, რომ პროდუქტი ეტიკეტირებულია, შესაბამისად ეტიკეტისა და სურსათის უვნებლობის, ისევე როგორც ჰიგიენის მოთხოვნებთან დაკავშირება ვერ ხდება. მნიშვნელოვანია, მყიდველებს ესმოდეთ, რომ ხორცის ეტიკეტი და მასზე არსებული სასაკლაოს ნიშანი(ჯანმრთელობის ნიშანდება), ადასტურებს, რომ ცხოველს გავლილი აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება, შესაბამისად, იგი უსაფრთხოა მოხმარებისთვის“, - აღნიშნულია FAO-ს კვლევაში.

კვლევაში ასევე წერია, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა ნაკლებად ინტერესდება პროდუქტის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმით. რაც შეეხება ვარგისიანობის ვადას, მას გამოკითხულო მომხმარებლების 92% ამოწმებს, მომხმარებლები შემოიფარგლებიან სარეალიზაციო ობიექტის (მაღაზიის) ჰიგიენური სისუფთავის ნორმებით და პროდუქტის ვიზუალური დათვალიერებით, რაც არასაკმარისია.