მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანია მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში - სტატისტიკა

5e576104c4ade
თელარა გელანტია
27.02.20 10:24
1074
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა მთავრობის წევრებს და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ხარისხიანად და ამის შედეგია ის, რომ გუშინ დღემდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში, ისიც აღმოჩენილ იქნა დროულად, რამაც ჩვენ იმის საშუალება მოგვცა, რომ არ მოხდა კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში.
გუშინ ღამე განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულები.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდანაა, 1 იტალიის მოქალაქეა და 4 - ქართველი; 5 მოქალაქე არის ირანიდან, მათგან 1 არის ქართველი და დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისთვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისთვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მათი კარანტინში მოთავსება. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც არის როგორც ქუთაისში, ისე - ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი რისკი საქართველოში, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება. შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.