მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანია საჩხერისა და აბასთუმნის კარანტინის ზონაში - სამინისტროს განცხადება

5e5b7f6bc8443
BM.GE
01.03.20 13:14
2026
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საჩხერისა და აბასთუმნის საკარანტინო ზონების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ორივე დაწესებულებაში ჯამურად 52 ადამიანი იმყოფება.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადიან.

ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.

„მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით, არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.

დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.