11.სექტემბერი .2020 20:00

რამდენი ახალი COVID ინფიცირებულია რეგიონის ქვეყნებში - 11 სექტემბრის სტატისტიკა

views 575
უკან

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 1354 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 19-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +5,504; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,051,874. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 868,107. გარდაცვლილთა რაოდენობა 18,365 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 102 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +3,144; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 148,756, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 67,005. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,076 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 53 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,512; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 286,455, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 255,407. გარდაცვლილთა რაოდენობა 6,895 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 58 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +177; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 45,503, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 41,434. გარდაცვლილთა რაოდენობა 909 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +163;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 38,037, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 35,440. გარდაცვლილთა რაოდენობა 557 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 ადამიანი.