მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი და რაში დახარჯეს ფული ადგილობრივმა ვიზიტორებმა I კვარტალში?

5ee765883425c
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 16:21
942
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტებისას რეზიდენტებმა 127.2 მლნ ლარი დახარჯეს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ვიზიტზე გაწული საშუალო ხარჯი 122.3 ლარი იყო.

5 კატეგორია, სადაც ადგილობრივმა ვიზიტორებმა I კვარტალში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს:

• საყიდლები - 49.0 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 47.2 ლარი;
• ტრანსპორტი - 23.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 23.0 ლარი;
• საკვები და სასმელი - 22.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 21.9 ლარი;
• განთავსება - 3.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 3.8 ლარი;
• გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 2.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 2.0 ლარი;

სხვა ხარჯების მოცულობამ კი 25.4 მლნ ლარი შეადგინა, რომელთა საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 24.5 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა 55.1% ვიზიტით კმაყოფილი იყო, 29.9% - ძალიან კმაყოფილი, ხოლო 12.8% კი უკმაყოფილო იყო.

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ტურიზმი ვიზიტორთა რაოდენობისა და შესრულებული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით შემცირდა, ხოლო ამავე პერიოდში გაწეული ხარჯის მიხედვით გაიზარდა.