“იმერეთის აგროზონის” სასათბურე მეურნეობების კლასტერზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა 31 დეკემბერს დასრულდა, 27 ინვესტორმა შეიტანა განაცხადი. ამის შესახებ BMG-ის “იმერეთის აგროზონის” დირექტორმა არჩილ ბუკიამ განუცხადა.
საუბარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტზე, რომლის განვითარების მიზნითაც, სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრზონა“ შეიქმნა. კომპანიას მთავრობამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისთვის 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოუყო.
კონცეფცია ასეთია - "იმერეთის აგროზონა" უნდა იყოს მრავალფუნქციური სივრცე, დაწყებული სათბურებიდან, დასრულებული სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობებით, ასევე სასწავლო ცენტრით.
“განცხადებების მიღების პროცესმა, რომლის ვადა 31 დეკემბრამდე იყო, წარმატებით ჩაიარა. ჯამში 27 წინადადება მივიღეთ მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ჩათვლით. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ისრაელი, საბერძნეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია და სხვა. კერძოდ, 27 განაცხადიდან 14 ქართულია, 13 - უცხოური. ამჟამად, შემოსული წინადადებების შესწავლა მიმდინარეობს. შედეგების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გვექნება, როცა მათ შევისწავლით და დავამუშავებთ”, - აცხადებს ბუკია.
მისივე თქმით, სწორედ წინადადებების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, თითოეული ინვესტორი რა მოცულობის ინვესტიციას გეგმავს და ასევე რა ფართობის ტერიტორიას აითვისებს.
“დამუშავებულ წინადადებებს სამინისტროს წარვუდგენთ. შემდეგ დავიწყებთ წინადადებების შემომტანებთან აქტიური მოლაპარაკებებსა და მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ვფიქრობთ, თებერვალი-მარტი მოლაპარაკებების პროცესს დაეთმობა და, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ყველასთან გვექნება ხელშეკრულება გაფორმებული", - ამბობს ბუკია.
“იმერეთის აგროზონის” დირექტორი დასძენს, რომ შემოსული განაცხადებიდან ნაწილი სხვადასხვა ტიპის სათბურის მათ შორის ყვავილების სათბურის მოწყობას ეხება.
“კონტრაქტების გაფორმების შემდეგ გვეცოდინება საინვესტიციო მოცულობა. წელს კიდევ ვგეგმავთ წინადადებების გამოცხადებას, თუმცა როდის, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. შემოსული განაცხადების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ, დაახლოებით, 18 ჰა-ზე გვაქვს მოთხოვნა. პირველი ფაზისთვის, რომელიც 2022-2023 წლებს მოიცავს, 32 ჰა-ს ათვისება გვქონდა განზრახული. აქედან როგორც გითხარით, პირველადი განაცხადი 18 ჰა-ზე უკვე გვაქვს”, - ამბობს ბუკია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ