მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი კურსდამთავრებული ჰყავს პროფსასწავლებლებს საქართველოში?

5e5fe343e2b3d
თათია ჩაფიჩაძე
04.03.20 23:30
791
პროფესიულ პროგრამებზე მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს პროფესიულ პროგრამებზე სწავლა 11 529 სტუდენტმა გადაწყვიტა, რომელთაგან 47.8% ქალი, ხოლო 52.2% - კაცია.

სტუდენტთა 15.7%-მა არჩევანი ინჟინერიაზე, 10.6%-მა ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ხოლო 12.5%-მა მომსახურებებზე გააკეთა.

2019 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 11 ათასი, რაც 2018 წელთან შედარებით 8.6 %-ით ნაკლებია. მათი უმეტესობა მოდის ინჟინერიის (28.6%), ჯანდაცვის (15.7%) და ბიზნესის ადმინისტრირების (16.5%) პროგრამებზე.

რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს ქ. თბილისი (46.6 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (24.5 %), იმერეთი (7.0 %), კახეთი (4.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (6.8 %) და სამცხე-ჯავახეთი (3.1 %)

2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 105 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა (აქედან 43 საჯარო, ხოლო 62 კერძო), რომლებიც სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ახორციელებდნენ.