მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მგზავრი გადაიყვანეს თბილისის და ბათუმის აეროპორტებმა 2021 წელს

61e68ebf95529
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 19:00
669

2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 683 696 მგზავრს მოემსახურა, რაც 2020 წლის მაჩვენებლებზე 185.31%-ით მეტია.

აღსანიშნია, რომ 2014 წლიდან ამაზე ნაკლები მგზავრი აეროპორტს მხოლოდ პანდემიის საწყის წელს ჰყავდა, როცა მხოლოდ 590 123 მგზავრი გადაიყვანა. 

2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 3 692 175-მა მგზავრმა ისარგებლა ანუ შარშან მგზავრთნაკადი პანდემიამდელ წელთან შედარებით 46%-ით აღდგა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა 2021 წლის თებერვლიდან განაახლა, როცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თებერვლიდანვე ავიაკომპანიებმა: Ukraine International Airlines-მა (UIA); Belavia-მ; Turkish Airlines-მა; Pegasus Airlines-მა და Qatar Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განაახლეს.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც თბილისის მსგავსად "ტავ ჯორჯია" მართვს, 2021 წელს აეროპორტი 516 017 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადი 83%-ით აღდგა.