მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარია საქართველოში ფულის მასა?

609be91908e90
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.21 19:15
5770
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ფულის მასის მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 13.61 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც თებერვალში არსებულ მაჩვენებელს 166 მილიონი ლარით აღემატება. 

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 2.40 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 11.21 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში M2-ის მასის ზრდა 21.4%-ია. 

რაც შეეხება უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ლარების მოცულობას, 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ის 4.47 მილიარდ ლარს შეადგენს. თებერვალთან შედარებით მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა 3 მილიონი ლარით არის შემცირებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი ის 354 მილიონი ლარით - 8.6%-ით არის გაზრდილი.